რას უნდა ელოდონ „ბაქსში“ მამუკელაშვილისგან - ამერიკული გამოცემის სტატია სანდროზე #1TVSPORT
რას უნდა ელოდონ „ბაქსში“ მამუკელაშვილისგან - ამერიკული გამოცემის სტატია სანდროზე #1TVSPORT

NBA-ის ახალი სეზონის დაწყებამდე რამდენიმე დღე რჩება. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია რეგულარული სეზონით 20 ოქტომბერს, „მილუოკი ბაქსისა“ და „ბრუკლინ ნეტსის“ შეხვედრით დაგვიბრუნდება.

მას შემდეგ რაც სანდრო „მილუოკიში“ ჩაირიცხა, საქართველოს ნაკრების კალათბურთელზე საუბრები არ წყდება, განსაკუთრებით NBA-ის საზაფხულო ლიგის შემდეგ, სადაც მან მაღალი დონის მატჩები ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ მამუკელაშვილი შემდეგ სეზონს „მილუოკი ბაქსის“ განვითარების ლიგის გუნდში, „ვისკონსინ ჰერდში“ დაიწყებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ძირითად გუნდში თამაშის შესაძლებლობაც ექნება.

ამერიკულმა ონლაინ გამოცემამ, behindthebuckpass-მა სანდროს ვრცელი სტატია მიუძღვნა, სადაც ავტორი აღწერს თუ რას უნდა ელოდოს „მილუოკი ბაქსი“ სადებიუტო სეზონში სანდრო მამუკელაშვილისაგან. სტატიას უცვლელად გთავაზობთ.

„გარკვეული დრო გავიდა იმის შემდეგ, რაც „მილუოკი ბაქსი“ როტაციაში დებიუტანტისგან სარგებელს იღებს, რაც რა თქმა უნდა, ლოგიკურია. ბოლოს მათ დრაფტის პირველ წრეში 2018 წელს დონტე დივინჩენცო აირჩიეს და მას შემდეგ „ბაქსი“ კონკურენტული გუნდი გახდა. ასეთ გუნდებს კი დრაფტის პირველ წრეში არჩეული კალათბურთელებისათვის ადგილი არ აქვთ, განსაკუთრებით კი მეორე წრეში არჩეულებისათვის, შესაბამისად მათთვის სათამაშო წუთების მოპოვება გუნდში საკმაოდ რთულია.

გასულ სეზონში „ბაქსის“ G ლიგის გუნდს არ უთამაშია, შესაბამისად ისინი იძულებულები იყვნენ სამი დებიუტანტი (ჯორდან ნვორა, სემ მერილი და მამადი დიაკიტე) შვილობილ გუნდებში გაეშვათ და მათ სამივემ განსხვავებულად წარმოაჩინეს თავი.

ამ სეზონში „მილუოკის“ ორი დებიუტანტი ჰყავს, სანდრო მამუკელაშვილი და გეორგიოს კალაიცაკისი. ჯერჯერობით მამუკელაშვილსბაქსთან“ ორმხრივი კონტრაქტი აკავშირებს, ხელშეკრულების მიხედვით მოთამაშეს NBA-ში მაქსიმუმ 50 მატჩის ჩატარება შეეძლება, მაგრამ პლეიოფში თამაში – ვერა.

იმის მოლოდინი არ უნდა იყოს, რომ მამუკელაშვილი პლეიოფში ითამაშებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კალაიცაკისზე ნაკლებ სათამაშო დროს მიიღებს ან საერთოდ არ ითამაშებს.

რას უნდა ელოდოს „მილუოკი ბაქსი“ სადებიუტო სეზონში სანდრო მამუკელაშვილისაგან

მამუკელაშვილის უნარი, რომ ყველა თამაშში მიიღოს მონაწილეობა, გუნდისთვის მნიშვნელოვანი იქნება, რადგან მათ შესაძლებლობა ექნებათ ის იმაზე უფრო ხშირად გამოიყენონ, ვიდრე ელოდებოდნენ, განსაკუთრებით ისეთი კალათბურთელისგან, რომელიც დრაფტზე 54-ე ნომრად აირჩიეს.

ჩვენ არ უნდა ველოდოთ იმას, რომ სანდროს როტაციაში დიდი როლი ექნება, მაგრამ მამადი დიაკიტეს წასვლის შემდეგ, შესაძლოა მას ძირითად გუნდში სათამაშო წუთები გაეზარდოს. „ბაქსის“ გენერალურმა მენეჯერმა ჯონ ჰორსტმა The Athletic-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სანდროს სათამაშო დრო მიეცემა, რითიც ძირითადი გუნდის სიღრმის პრობლემას მოაგვარებს, მაგრამ ასევე აღნიშნა, რომ დებიუტანტისთვის ეს საკმაოდ რთული იქნება.

ნათელია, რომ „ბაქსიმამუკელაშვილს ენდობა. თუ მის საზაფხულო ლიგაზე ჩატარებულ თამაშებს გადავხედავთ დაახლოებით მივხვდებით რა შეუძლია მამუკელაშვილს შესძინოს როტაციას. 5 მატჩში 22 წლის კალათბურთელი საშუალოდ 26.5 წუთი თამაშობდა და 11.2 ქულა, 8.6 მოხსნას, 2.2 პასსა და 1.5 ჩაჭრას აგროვებდა, მოხსნების თითქმის ნახევარი კი შეტევაში ჰქონდა გაკეთებული. მან მართლაც გამოაჩინა მეტოქის ფარზე თამაშის უნარი, რაზეც „ბაქსს“ გასულ სეზონში აქცენტი ჰქონდა გაკეთებული.

მამუკელაშვილმა წარმოაჩინა წარმოუდგენლად უნიკალური უნარების კომპლექტი, რომელიც საზაფხულო ლიგაზე ბოლომდე არ გვინახავს, განსაკუთრებით ბურთის ტარება და პასები. მაგრამ რაც საზაფხულო ლიგაზე დავინახეთ – მეტოქის ფარზე თამაში და ქულების მოპოვება, იმის ინდიკატორია თუ რა შეიძლება ვნახოთ თუ როტაციას შეუერთდება.

მაგრამ როდესაც „ვისკონსინ ჰერდში“ ითამაშებს, ჩვენ მისი უფრო განვითარებული შეტევა უნდა ვნახოთ, დაახლოებით იგივე, როგორიც „სეტონ ჰოლში“ ბოლო სეზონში ჰქონდა, მაშინ როცა Big East-ის კონფერენციის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს. აქ თამაში მამუკელაშვილს მისცემს შესაძლებლობას გააუმჯობესოს მისი უნარები, რისი შანსიც NBA-ში მიღებული წუთებიდან ნაკლებად ექნება.

მამუკელაშვილის მსგავსი კალათბურთელისთვის ცუდი იქნება მისი მხოლოდ მეტოქის ფარქვეშ და სამქულიანების დროს გამოყენება, რაც მას საზაფხულო ლიგაზე ნაკლებად გამოსდიოდა. მან დაგვანახა მისი ბურთის ტარების უნიკალური უნარი, როგორც მეტოქის ნახევარზე, ასევე შეტევაში გადასვლის დროს, რამაც მისი გამთამაშებელის უნარების აღმოჩენას შეუწყო ხელი, იმისი რაც მან G ლიგაში უნდა განავითაროს.

არავინ უნდა ელოდოს, რომ მამუკელაშვილი ეგრევე მოახდენს გავლენას და მოხვდება საუკეთესო დებიუტანტების გუნდში, მაგრამ თუ ის შეძლებს მაქსიმალურად გამოიყენოს ის ლიმიტირებული დრო, რაც მას NBA-ში მიეცემა, მაშინ შეგვეძლება მისი სადებიუტო წელი წარმატებულად ჩავთვალოთ.“