მამუკელაშვილი G ლიგაში დაიწყებს - „ვისკონსინ ჰერდის“ კალენდარი ცნობილია #1TVSPORT
მამუკელაშვილი G ლიგაში დაიწყებს - „ვისკონსინ ჰერდის“ კალენდარი ცნობილია #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების მძიმე ფორვარდი, სანდრო მამუკელაშვილი შემდეგ სეზონს „მილუოკი ბაქსის“ განვითარების ლიგის გუნდში, „ვისკონსინ ჰერდში“ დაიწყებს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში გუნდმა პოსტი გამოაქვეყნა.

მამუ და ჯასტინი G ლიგის შტორმით ასაღებად მზად არიან“, – წერია პოსტში.

ასევე ცნობილი გახდა სანდროს გუნდის კალენდარი, რომლის მიხედვითაც „ვისკონსინ ჰერდი“ პირველ შეხვედრას 8 ნოემბერს „კლივლენდ ჩარჯის“ წინააღმდეგ გამართავს.

შეგახსენებთ, რომ სანდრო მამუკელაშვილი 2021 წლის NBA-ის დრაფტზე „ინდიანა პეისერსმა“ 54-ე ნომრად აირჩია და შემდეგ „ბაქსში“ გაუშვა. საზაფხულო ლიგის დაწყებამდე ქართველმა კალათბურთელმა „მილუოკისთან“ ორმხრივი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც მას NBA-ში 50 თამაშში შეუძლია მონაწილეობის მიღება, დანარჩენი ნაწილი კი G ლიგაში უნდა გაატაროს. NBA-ის საზაფხულო ლიგაზე მამუკელაშვილმა ძალიან კარგად იასპარეზა და არაერთი გამოცემა ვარაუდობდა, რომ ის თავიდანვე ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ითამაშებდა. მაგრამ „ვისკონსინ ჰერდმა“ ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ სანდრო და გუნდის კიდევ ერთი ახალწვეული, ჯასტინ რობინსონი სეზონს განვითარების ლიგაში დაიწყებენ.

რაც შეეხება NBA-ის, კალათბურთის საუკეთესო ლიგა წინასასეზონო მატჩებით 3 ოქტომბერს დაგვიბრუნდება.