მამუკელაშვილმა „მილუოკი ბაქსთან“ ორმხრივი კონტრაქტი გააფორმა [ვიდეო] #1TVSPORT
მამუკელაშვილმა „მილუოკი ბაქსთან“ ორმხრივი კონტრაქტი გააფორმა [ვიდეო] #1TVSPORT

22 წლის სანდრო მამუკელაშვილს „მილუოკი ბაქსმა“ ორმხრივი კონტრაქტი გაუფორმა, – ამის შესახებ The Athletic-ის ჟურნალისტი იუწყება.

ორმხრივი კონტრაქტი სანდროს აძლევს საშუალებას, რომ ითამაშოს, როგორც „მილუოკი ბაქსში“, ასევე G ლიგის გუნდში, „ვისკონსინ ჰერდში“. ამ ხელშეკრულების მიხედვით, მოთამაშეებს შეეძლებათ NBA-ის გუნდში მხოლოდ 50 თამაშის ჩატარება, დარჩენილი ნაწილი კი უნდა გაატარონ განვითარების ლიგაში. შეგახსენებთ, რომ ლიმიტირებული თამაშების რაოდენობა წინა სეზონებში 45 იყო, წელს კი ეს წესი შეიცვალა.

ამასობაში, „მილუოკიმ“ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც სანდრო ვარჯიშობს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ძალიან კარგ ფორმაშია.

მამუკელაშვილი „ბაქსის“ მაისურს პირველად საზაფხულო ლიგაზე მოირგებს. „მილუოკი“ პირველ შეხვედრაში „კლიპერსს“ 10 აგვისტოს დაუპირისპირდება.

დატოვე კომენტარი