ამერიკული გამოცემა - მამუკელაშვილის თამაშის ყურება სასიამოვნოა #1TVSPORT
ამერიკული გამოცემა - მამუკელაშვილის თამაშის ყურება სასიამოვნოა #1TVSPORT

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ქართველი კალათბურთელი, სანდრო მამუკელაშვილი სეზონს „მილუოკი ბაქსის“ G ლიგის გუნდში „ვისკონსინ ჰერდშიდაიწყებს. ახალგაზრდა მძიმე ფორვარდს, დიდი ალბათობით, NBA-ში თავის გამოჩენის შანსიც მიეცემა, რაც მან მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს.

ამერიკული გამოცემა dairylandexpress-მა სტატიების სერიების გამოქვეყნება დაიწყო, სადაც „ბაქსის“ მოთამაშეების რეიტინგი იქნება. ავტორმა 19 კალათბურთელიდან მხოლოდ 9 დაასახელა. სანდრო მამუკელაშვილი კი „ბაქსის“ მოთამაშეებს შორის მე-14 ადგილზეა.

„სანდრო მამუკელაშვილის თამაშის ყურება სასიამოვნოა. ის ბურთს კარგად ატარებს, რაც „ბიგ მენისთვისარადამახასიათებელია და მეტოქის მოტყუებაც შეუძლია. ბურთის ტარების უნიკალური უნარი ეხმარება მას სროლის პოზიციის შექმნაში, როგორც მისთვის, ასევე გუნდელებისათვის.

მამუკელაშვილის თამაშის სხვა ასპექტები ჯერ ბოლომდე არაა ჩამოყალიბებული. მან „ბაქსთან“ ორმხრივი კონტრაქტი გააფორმა და საინტერესო იქნება მისი განვითარების ყურება G ლიგაში.“

სიის მიხედვით, სანდროს სემი ოჯელეი, თანასის ანტეტოკუნმპო და ჯორდან ნვორა უსწრებენ. დანარჩენ კალათბურთელებს კი გამოცემა მომდევნო დღეებში დაასახელებს.

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია წინასასეზონო მატჩებით 3 ოქტომბერს, „ლეიკერსისა“ და „ბრუკლინის“ მატჩით დაგვიბრუნდება.