რაპირით ფარიკაობაში მსოფლიო თასზე ლუკა ღაღანიძე და ლაშა გალუაშვილი იასპარეზებენ
ხვალ, საფრანგეთის დედაქალაქში, მსოფლიო თასი რაპირით ფარიკაობაში აიღებს სტარტს. ტრადიციულ ტურნირში, რომელსაც ასევე ტრადიციულად პარიზის პიერ დე კუბერტენის სახელობის დარბაზი უმასპინძლებს, 254 მოფარიკავე, მათ შორის ლუკა ღაღანიძე და ლაშა გალუაშვილი იასპარეზებენ.
ჯგუფური ეტაპის შეხვედრები საქართველოს დროით 12:00 დაიწყება, თუმცა ქართველი მოფარიკავეები ასპარეზობაში ორი საათის შემდეგ ჩაერთვებიან. ხვალ რაპირისტები 64 საუკეთესოს გამოავლენენ, რომლებიც მედლებისათვის ბრძოლას შაბათს, 12 იანვარს განაგრძობენ.
წყარო – საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური