რაპირაში საქართველოს თასის გამარჯვებულები გაირკვა
რაპირაში საქართველოს თასის გამარჯვებულები გაირკვა

თბილისში ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზში საქართველოს თასის ღია გათამაშება მიმდინარეობს, რომელშიც სომხეთის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.

დღეს, ჩემპიონები და პრიზიორები რაპირით ფარიკაობაში გამოვლინდნენ. ქალების ნახევარფინალში თეონა გოგლიძემ ლიზა ლხინაძე დაამარცხა (15:11), მარიამ ტუღუშმა კი ნატალია ხარაიშვილს (15:10) სძლია. ფინალში გოგლიძე ტუღუშს დაუპირისპირდა, 15:5 მოუგო და თასის გამარჯვებული გახდა.

ვაჟების ნახევარფინალში ლუკა ღაღანიძემ სომეხ ალექს აზიზიანს იოლად სძლია 15:2, ხოლო ლაშა გალუაშვილმა თემურ ჟუჟუნაშვილს 15:7 მოუგო. ფინალი დაძაბულად წარიმართა და ღაღანიძემ გალუაშვილი 15:11 დაამარცხა.

ხვალ საქართველოს თასის ღია გათამაშებაზე დაშნით მოფარიკავეები იასპარეზებენ.