„რანდერსისთვის“ ლობჟანიძე ძვირადღირებულია - მის ტრანსფერს იაფად არ დავთანხმდებით
„რანდერსისთვის“ ლობჟანიძე ძვირადღირებულია - მის ტრანსფერს იაფად არ დავთანხმდებით

ევროპაში საფეხბურთო სატრანსფერო „ფანჯარა“ 2 სექტემბერს, ორშაბათ საღამოს იხურება და წესით, უკვე გარკვეული უნდა იყოს, საბა ლობჟანიძე „რანდერსში“ დარჩება თუ ახალ კლუბში გადავა, მაგრამ „რანდერსის“ სპორტულმა დირექტორმა, სორენ პედერსენმა „ევროსპორტთან“ განაცხადა, რომ კლუბს ამჟამად საბა ლობჟანიძის თაობაზე სასურველი შემოთავაზება არ მიუღია.

„საბა ლობჟანიძის საგა გარკვეული უნდა იყოს. ქართველი ლეგიონერით ბევრი კლუბი დაინტერესდა, მაგრამ კლუბს ჯერ სასურველი შემოთავაზება არ მიუღია. შესაძლოა, ამ გაურკვევლობამ პრობლემები შეგვიქმნას, რადგან არ ვიცით, მისი შემცვლელი უნდა მოვიყვანოთ თუ არა“, – განმარტავს „ევროსპორტთან“ გუნდის სპორტული დირექტორი სორენ პედერსენი.

დანიური კლუბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ამ გაურკვევლობის დეტალებზეც საუბრობს.

„ჩვენი სტრატეგიის ნაწილი საბას სხვა კლუბში გაყიდვაა, მაგრამ ლობჟანიძეს დიდი სპორტული ღირებულება გააჩნია და წინადადებაც შესაბამისი უნდა იყოს“, – ამბობს სორენ პედერსენი.