რანდერსის სპორტული დირექტორი - ლობჟანიძის შენარჩუნება ძალიან გაგვიჭირდება
რანდერსის სპორტული დირექტორი - ლობჟანიძის შენარჩუნება ძალიან გაგვიჭირდება

„რანდერსი“ ზაფხულში საბა ლობჟანიძეს გაყიდის – დანიური გამოცემა „ბოლდ.დკ“ (bold.dk) ამ ინფორმაციას კლუბის სპორტული დირექტორის, სორენ პედერსენის ცნობებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სორენ პედერსენმა ვებგვერდთან აღიარა, რომ „რანდერსი“ მზადაა ქართველის ტრანსფერი უფრო მსხვილ კლუბს მიყიდოს, თუკი დაინტერესებული მხარე მისაღებ თანხას გადაიხდის.

„„საბამ სუპერლიგის დასრულებული სეზონი კარგად ჩაატარა და ასე რომ, ჩვენ ლობჟანიძის შენარჩუნება ძალიან გაგვიჭირდება. თუ კარგ სატრანსფერო თანხას შემოგვთავაზებენ, ჩვენ დავთანხმდებით. თუ ასეთი შემოთავაზება არ გვექნება, მაშინ ვიმუშავებთ, რომ საბასთან თანამშრომლობა და კონტრაქტის ვადა გავახანგრძლივოთ“,- ამბობს „რანდერსის“ სპორტული დირექტორი სორენ პედერსენი.

საბა ლობჟანიძე „რანდერსში“ 2017 წელს ჩაირიცხა და მას შემდეგ კლუბში ჩატარებულ 75 მატჩი 23 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა.

დატოვე კომენტარი