„რანდერსის“ ფანებმა სეზონის ფეხბურთელი აირჩიეს - გამარჯვებული საბა ლობჟანიძის უპირატესობას აღიარებს
„რანდერსის“ ფანებმა სეზონის ფეხბურთელი აირჩიეს - გამარჯვებული საბა ლობჟანიძის უპირატესობას აღიარებს

დანიური საფეხბურთო კლუბის, „რანდერსის“ გულშემატკივრებმა წლის მოთამაშე დაასახელეს. საბა ლობჟანიძე სამეულში მოხვდა, ისევე როგორც იონას ბერგერი და ჯონი თომსენი.

საქართველოს ნაკრების 25 წლის შემტევი პირველზე არ გასულა, რაც გამარჯვებულისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა. ფანების რჩეული დანიის სუპერლიგის ყველზე ხანდაზმული მოთამაშე, დანიის ნაკრებში ყოფილი წევრი, 37 წლის ფლანგის შემტევი – ჯონი თომსენი გახდა, რომელიც ამ გამოკითხვის შედეგება ძალიან გაახალისა და აღიარა, რომ პირველობას მისი კონკურენტები იმსახურებდნენ.

„ისეთი კონკურენტები მყავდა, როგორებიც არიან ჯონას ბაგერი, რომელმაც 21 წლამდე ეროვნული ნაკრებში ითამაშა და უცხოეთში გაიყიდა და საბა ლობჟანიძე, რომელმაც სეზონში 12 გოლი გაიტანა. მიმაჩნია, რომ ისინი უკეთესები იყვნენ, ვიდრე მე. ასე რომ, ვინც ხმა მე მომცა, ჯანმრთელები არ უნდა იყვნენ. თუმცა, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ფანებისთვის ჩემი გუნდში ყოფნა ბევრს ნიშნავს, რაც ძალიან მახარებს“, – ასეთი ხუმრობანარევი კომენტარი გააკეთა ჯონი თომსენმა.