„რანდერსის“ დირექტორი - ჩვენ უკვე საბა ლობჟანიძის შემცვლელს ვეძებთ
„რანდერსის“ დირექტორი - ჩვენ უკვე საბა ლობჟანიძის შემცვლელს ვეძებთ

საზაფხულო სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე საბა ლობჟანიძე აუცილებლად სხვა კლუბში გადავა, – ამის შესახებ დანიური „რანდერსის“ სპორტულმა დირექტორმა სორენ პედერსენმა გამოცემა amtsavisen-სთან ინტერვიუში განაცხადა.

რანდერსის“ ხელმძღვანელები საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის ტრანსფერს მაისის შემდეგ აანონსებენ, ლობჟანიძე კი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე (31 აგვისტოს იხურება) ოთხი დღით ადრე ისევ ძველ კლუბშია.

„როდესაც სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება, ალბათ, საბა ჩვენთან აღარ ითამაშებს, მან ძალიან კარგი თამაშები ჩაატარა და ბევრი კლუბი ელაპარაკება. ჩვენ კი უკვე ქართველის შესაძლო შემცვლელს ვეძებთ, რომელიც ძირითად შემადგენლობაში დღესვე ითამაშებს და გუნდს დაეხმარება“, – აცხადებს „რანდერსის“ სპორტული დირექტორი.

შეგახსენებთ, დანიური მედია ამტკიცებდა, რომ ლობჟანიძის ტრანსფერი დანიურ გრანდ „ბრონდბიუში“ გადაწყვეტილი იყო. თუმცა, საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ კლუბი „რანდერსის“ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებდა. ქართველის ტრანსფერში „რამდერსი“ 1,2 მილიონ ევროს ითხოვს.