რამზან კადიროვის თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში გატაცებული რუსი ბიზნესმენის გათავისუფლება მისი მრჩეველის დახმარებით მოხერხდა
რამზან კადიროვის თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში გატაცებული რუსი ბიზნესმენის გათავისუფლება მისი მრჩეველის დახმარებით მოხერხდა

ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში გატაცებული რუსი ბიზნესმენის გათავისუფლება მისი მრჩეველის დახმარებით მოხერხდა.

როგორც რამზან კადიროვი Telegram-ში წერს, მაქსიმ იაკოვლევის გათავისუფლებაში მნიშვნელოვანი წვლილი ადამ დელიმხანოვმა შეიტანა.

„მე დავავალე ჩეჩნეთის რესპუბლიკის მრჩეველსა და დუმის დეპუტატ დელიმხანოვს, რომ ყველა ღონე ეხმარა იაკოვლევის ადგილსამყოფელის დასადგენად და მის გასათავისუფლებლად. ეს რთული პროცესი იყო, თუმცა მთავარი შედეგია“, – წერს კადიროვი.

მისივე თქმით, 2018 წლის ზაფხულში დახმარებისთვის პეტერბურგელი ბიზნესმენ იაკოვლევის ნათესავებმა მიმართეს.

„ასეთი უსიამოვნო ისტორიები რუსეთსა და ჩვენს მოძმე ხალხს შორის აღარ უნდა განმეორდეს“, – წერს ჩეჩნეთის მეთაური.

მაქსიმ იაკოვლევი რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში 20 ივლისს გაიტაცეს. 7 ოქტომბერს ის გაათავისუფლეს, თუმცა სად იმყოფებოდა იაკოვლევი 4 თვის განმავლობაში უცნობია.

დატოვე კომენტარი