„რამშტაინის“ სოლისტი ტილ ლინდემანი კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს

15:28, 27.03.2020

ჯგუფ „რამშტაინის“ სოლისტი ტილ ლინდემანი ახალი კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა „ბილდი“ ავრცელებს.

გერმანიაში ამჟამად ვირუსის დიაგნოზი 47 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინეს. დაიღუპა 281 მოქალაქე.

მსგავსი