რამოსს „რეალთან“ ორწლიანი კონტრაქტის იმედი აქვს, კლუბი ერთწლიან ხელშეკრულებას სთავაზობს
რამოსს „რეალთან“ ორწლიანი კონტრაქტის იმედი აქვს, კლუბი ერთწლიან ხელშეკრულებას სთავაზობს

მადრიდის „რეალის“ მცველი სერხიო რამოსი „სამეფო კლუბში“ დარჩენისკენ იხრება. 34 წლის ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ ესპანეთის ჩემპიონთან ორწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. ამასთან, როგორც გამოცემა OK Diario-მ გაარკვია, „რეალი“ თავის კაპიტანს მხოლოდ ერთწლიან კონტრაქტს სთავაზობს.

აღვნიშნავთ, რომ რამოსის ხელფასი წელიწადში 12 მილიონ ევროს შეადგენს. მცველი „რეალში“ 2005 წლიდან თამაშობს, ამ გუნდში ყველა ტურნირზე 654 მატჩი ჩაატარა და 98 გოლი გაიტანა.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ საფრანგეთის ჩემპიონი „პარი სენ-ჟერმენი“ და იტალიის ჩემპიონი „იუვენტუსი“ მზად არიან უკვე იანვარში შესთავაზონ რამოსს ტრანსფერი.