რამიზ ბრაჰიმაის თანაგუნდელს კორონავირუსი დაუდასტურდა - მებრძოლი ქარდიდან მოიხსნა
რამიზ ბრაჰიმაის თანაგუნდელს კორონავირუსი დაუდასტურდა - მებრძოლი ქარდიდან მოიხსნა

რამიზ ბრაჰიმაის აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC) სადებიუტო ბრძოლა 28 ივნისს უნდა გაემართა, თუმცა როგორც ირკვევა, მებრძოლის თანაგუნდელს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც რამიზ ბრაჰიმაი ქარდიდან მოიხსნა.

ბრაჰიმაის (8-2) ხვალ ლას ვეგასის „აპექსის“ დარბაზში ტაკაში სატოს წინააღმდეგ უნდა ებრძოლა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სატოს ახალი მეტოქე ასევე დებიუტანტი ჯეისონ ვიტი იქნება.

ჯეისონ ვიტს შერეულ ორთაბრძოლებში სულ 22 ბრძოლა აქვს გამართული. აქედან 17 მისი გამარჯვებით დასრულდა. რაც შეეხება სატოს, მან UFC-თან კონტრაქტს ხელი 2019 წელს მოაწერა. სადებიუტო ბრძოლაში მან ბენ საუნდერსი დაამარცხა. შემდგომ კი UFC 242-ის ფარგლებში ბელალ მუჰამედთან მესამე რაუნდში დამარცხდა.

28 ივნისის ქარდი

დასტინ პორიე – დენ ჰუკერი

მიკი გალი – მაიკ პერი

ბრენდან ალენი – კაილ დაუკაუსი

მორის გრინი – ჯიან ვილანტე

ჯულიან ეროსა – შონ ვუდსონი

ლუის პენია – ქამა ვორთი

ტენერ ბოსერი – ფილიპ ლინსი

ტაკაში სატო – ჯეისონ ვიტი

ჯორდან გრიფინი – იოსეფ ზალალი

კეი ჰანსენი – ჯინ იუ ფრეი