რამდენიმე მუნიციპალიტეტში დღეს საახალწლო ღონისძიებები იმართება
რამდენიმე მუნიციპალიტეტში დღეს საახალწლო ღონისძიებები იმართება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, საახალწლო ღონისძიებები „ახალი წლის დღეები საქართველოში“ გრძელდება.

დღეს დუშეთის, ხარაგაულის, ყვარლისა და ახალციხის მცხოვრებლებისთვის მოეწყო საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები.

ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.

როგორც ცნობილია, საახალწლო ღონისძიებები მთელი საქართველოს მასშტაბით, 63 მუნიციპალიტეტში ჩატარდება.

„ახალი წლის დღეები საქართველოში“ 24 დეკემბერს დაიწყო და 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.