რამაზ სვანაძემ ყაზახეთთან მატჩისთვის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
რამაზ სვანაძემ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა, რომელიც 6 ივნისს, 19:00 საათზე თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ამხანაგურ მატჩში ყაზახეთის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
აღნიშნული მატჩისთვის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ 22 ფეხბურთელი გამოიძახა. ტრავმის გამო მოახლოებულ შეკრებას „იბერიის“ ნახევარმცველები – გიზო და ოთარ მამაგეიშვილები გამოტოვებენ.
ყაზახეთთან შეხვედრისთვის მოსამზადებელ შეკრებაზე ახალგაზრდულ ნაკრებში ორი დებიუტანტია – ვახტანგ სალია („დინამო თბილისი“) და გიორგი ხარებავა („კოლხეთი 1913“).
U21 | შემადგენლობა:
მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი („დინამო“ ბათუმი), ლევან თანდილაშვილი („თელავი“).
მცველები: გიორგი მაისურაძე, ნიკოლოზ უგრეხელიძე (ორივე – „დინამო თბილისი“), საბა ხვადაგიანი („მაკაბი ნეთანია“, ისრაელი), საბა გოგლიჩიძე („ემპოლი“, იტალია), საბა მამაცაშვილი („იბერია 1999“), ზურაბ რუხაძე („დილა“), ლაშა კვარაცხელია („სამტრედია“), ლუკა ლაცაბიძე („შახტარი“ დონეცკი, უკრაინა).
ნახევარმცველები: ლევან ოსიყმაშვილი, ნოდარ ლომინაძე (ორივე – „დინამო თბილისი“), გიორგი აბუაშვილი, გიორგი ხარებავა (ორივე – „კოლხეთი 1913“), ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია), თორნიკე მორჩილაძე („თელავი“), ლუკა გაგნიძე („დინამო“ მოსკოვი), შალვა ოგბაიძე („დენ ბოსხი“, ნიდერლანდები).
თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი, ჯადული იობაშვილი, ვახტანგ სალია (სამივე – „დინამო თბილისი“), გიორგი კვერნაძე („ფროზინონე“, იტალია).
რამაზ სვანაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მონაწილეობს, რომლის ფარგლებშიც გუნდს შემოდგომაზე უმნიშვნელოვანესი მატჩები ელის.