რამაზ სვანაძე - ინგლისთან გადამწყვეტი ფეხბურთელების ფსიქოლოგიური მზადყოფნა იქნება #1TVSPORT
რამაზ სვანაძე - ინგლისთან გადამწყვეტი ფეხბურთელების ფსიქოლოგიური მზადყოფნა იქნება #1TVSPORT

ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებთან მოახლოებული მატჩის შესახებ კომენტარი საქართველოს 21-წლამდელების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ გააკეთა და მატჩის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.

„რთული თამაში გველის, თუმცა ამავდროულად – საინტერესოც. ბათუმის ახალ სტადიონზე, პირველ მატჩს ჩავატარებთ და მხარდაჭერის იმედი მაქვს, ვეცდებით, რომ სტადიონზე მოსული გულშემატკივარი გავახაროთ, ასევე ჩვენი თანამოქალაქეების ის ნაწილი, ვინც მატჩს ტელევიზიით უყურებს“, – ამბობს რამაზ სვანაძე.

საქართველოს 21-წლამდელების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მატჩის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.

„ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის ძალიან საინტერესო შეხვედრაა, დანარჩენი ხვალ მოედანზე გამოჩნდება. წლის შემაჯამებელი მატჩის წინ, გადამწყვეტი როლი ექნება ჩვენი ფეხბურთელების ფსიქოლოგიურ მზადყოფნას და ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ამ მხრივ გუნდში ძალიან კარგი ვითარება იყოს“, – აცხადებს რამაზ სვანაძე.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ინგლისელ თანატოლთა გუნდს 16 ნოემბერს ბათუმის დაუპირისპირდება. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.