რამაზ საყვარელიძე - რომანტიზმი კარგია, მაგრამ მიტინგის მსგავს ყველა პროცესს ყოველთვის ვიღაც მართავს თავისი კულისებიდან
რამაზ საყვარელიძე - რომანტიზმი კარგია, მაგრამ მიტინგის მსგავს ყველა პროცესს ყოველთვის ვიღაც მართავს თავისი კულისებიდან

რომანტიკულად, რომ არიქა, ახალგაზრდებმა თვითონ რაღაც მოიფიქრეს, ასეთი რამ არ ხდება, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„რომანტიზმი კარგია, მაგრამ მიტინგის მაგვარ ყველა პროცესს ყოველთვის ვიღაც მართავს თავისი კულისებიდან. ნამდვილად პოზიტიური ის მოხდა, რომ ამ ახალგაზრდებში პოლიტიკური მაჯისცემა დაიწყო და მეორე, რაც მთავარია და, რითაც აღვფრთოვანდი, არის ის, რომ დღეს, არანაირი რევოლუცია და გადატრიალება არ ხსენებულა. თქვეს, რომ იზრუნებენ, რათა არჩევნები ჩატარდეს. მადლობა ღმერთს! ეს ახალი ელემენტია. ანუ, ახალგაზრდები სწავლებადი არიან და სწავლობენ იმას, დემოკრატიულ სახელმწიფოში შენი პროტესტი სადამდე უნდა მივიდეს, რომლის იქით დანაშაულია. ამას ვერ სწავლობს მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობა“ და ა.შ “, – განაცხადა საყვარელიძემ. 

პოლიტოლოგის თქმით, მას აღარ აინტერესებს, ასეთი სწავლებადი, ემოციური და ჩართული ახალგაზრდობა რომელი პოლიტიკური მხარის მხარდამჭერი იქნება.

„მე მაწყობს“, – განაცხადა საყვარელიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა გამოცდილება მიიღო საზოგადოებამ და პოლიტიკოსებმა აქციებიდან და ბოლო 30 წლის განმავლობაში მიმდინარე პროცესებიდან, რამაზ საყვარელიძემ განაცხადა, რომ საზოგადოებამ ბევრი რამ ისწავლა და მათ შორის – მიტინგების ზომიერება.

„პირველი მიტინგების საზოგადოება და დღევანდელი საზოგადოება ცა და დედამიწაა. ახლა, ჩვენ ვნახეთ, რომ როგორც კი ახალგაზრდებმა პოლიტიკური ინტრიგის სუნი იგრძნეს, მაშინვე გადალაგდნენ. პოლიტიკური ინტრიგები ადრე რომ იყო, ისეთი უნდოდა, მაგრამ ამას ვერავინ ხვდებოდა. ჭაღარათმიანი ხალხი ვერ ხვდებოდა, დღეს კი, ახალგაზრდები ხვდებიან“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

დატოვე კომენტარი