რამაზ საყვარელიძე - „ნაციონალებს“ თან მოსდევთ ტრადიცია, ჩანაწერების უზარმარზარი არქივი ვნახეთ ჩამარხული
რამაზ საყვარელიძე - „ნაციონალებს“ თან მოსდევთ ტრადიცია, ჩანაწერების უზარმარზარი არქივი ვნახეთ ჩამარხული

„ნაციონალებს“ თან მოსდევთ ტრადიცია, ჩანაწერების უზარმარზარი არქივი ვნახეთ ჩამარხული, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით განუცხადა.

„ვის აწყობს ეს, პოლიტიკური სარგებელის თვალსაზრისით თუ ვიკითხავთ, ბუნებრივია, აწყობს მეორე პოლიტიკურ მხარეს, „ნაციონალებს“, ოპოზიციას, მთლიანობაში და განსაკუთრებით, „ნაციონალებს“. „ნაციონალებს“ თან მოსდევთ ტრადიცია, უზარმარზარი, ასე ვთქვათ, არქივი ვნახეთ ჩამარხული სამეგრელოში. მე მაშინაც ვთვლიდი, რომ არ იყო გასანადგურებელი ის არქივი და შესასწავლი იყო. დავიტოვეთ შესასწავლიო და იმის შესწავლის ნიშნები არ არის თორემ, დღევანდელ ინციდენტთან დაკავშირებით შეიძლებოდა, მოენახათ, არის თუ არა ანალოგიური ჩანაწერები ღარიბაშვილზე, ბერაზე და ა.შ. იმიტომ, რომ ხელზე თუ აქვს ვინმეს ჩანაწერი, მერე იმისგან ყალბი ტექსტის შექმნას არაფერი უნდა“, – განაცხადა საყვარელიძემ.

რამაზ საყვარელიძის თქმით, გავრცელებული ჩანაწერი არის თუ არა ფეიკნიუსი, ამას საგამოძიებო დასკვნა სჭირდება.

„არა იმიტომ, რომ დადასტურდეს, სიმართლე არის თუ არა. თავისთავად ასე ფარული ჩანაწერების გავრცელება, მით უმეტეს, როცა პირად საუბარს ეხება, პირადი ცხოვრება და პირადი საუბარი კი ერთი და იგივე მოვლენაა, ეს ითხოვს გამოძიებას და დაზუსტებას, ხელოვნურად გაკეთებული მასალაა თუ არა; ასევე, იმასაც, საიდან წარმოდგება, ვინ დადო, რატომ დადო. იგივე საკითხები, რაც ისმოდა ყველა ადრინდელ შემთხვევაზე, ახლაც ისმის. მაშინაც, რომ ატეხეს არასამთავრობოებმა, განადგურდეს და განადგურდეს. ღიმილის მომგვრელი იყო, ნებისმიერი მასალა, მათ შორის ციფრული მასალის ასლის გაკეთებას 15 წუთი უნდა. ღიმილის მომგვრელია, ის რომ განადგურდეს, რას უშვება იმ ნაწილს, რომელიც ასევე კოპირებული აქვს ვიღაცას და მუშაობს ამ კოპირებულით. შეიძლება, იყოს რაღაც მასალა, გააჩნია, როდინდელია ის საცავი, რომელიც სამეგრელოში აღმოაჩინეს. სავარაუდოა, მას შემდეგ, რაც ივანიშვილი დაიძრა პოლიტიკისკენ, გახდა უფრო მეტად მნიშვნელოვანი „ნაციონალებისთვის“ მასზე და მის გარემოცვაზე შეგროვებულიყო მასალები. გაცილებით ნაკლებად სახიფათო ხალხზე გროვდებოდა მასალები. ნებისმიერი მასალიდან მონტაჟით ყველაფერი შეიძლება, ათქმევინო ნებისმიერ მხარეს. ამ მხრივ ფეიკის გაკეთების უზარმაზარი შესაძლებლობებია გაშლილი.

ერთ-ერთი ხარვეზი არის გამავრცელებელი, ვინც ტირაჟირებას უკეთებს, მაგრამ ჟურნალისტი თავისუფალიაო და იმას პასუხს არ სთხოვენ, მოსთხოვენ და დაიწყება მაგაზე ორომტრიალი. მეორე მხრივ, საგამოძიებო ხარვეზი არის, თუ ყველგან არის ეს პრობლემა, ეს ზუსტად არ ვიცი, რადგან რთული მოსაპოვებული არის წყარო. ერთი, რაც უშლის ამას ხელს, არის საზოგადოების დამოკიდებულება. იყო ნაკადი ჩანაწერების და საზოგადოებამ მისცა იმდენად მძაფრი დამოკიდებულება, რომ მერე კარგა ხანს შეწყდა“, – განაცხადა საყვარელიძემ.