რამაზ საყვარელიძე - ლევან ბერძენიშვილის განცხადება არც დემოკრატიაში, არც კაცობაში და არც ზრდილობაში ჯდება
რამაზ საყვარელიძე - ლევან ბერძენიშვილის განცხადება არც დემოკრატიაში, არც კაცობაში და არც ზრდილობაში ჯდება

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე პოლიტიკოს ლევან ბერძენიშვილის განცხადებას ეხმაურება, სადაც ის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს სამარცხვინოებს უწოდებს.

ექსპერტის შეფასებით, ბერძენიშვილის ქმედება არანაირ ჩარჩოში არ ჯდება.

როგორც საყვარელიძე აცხადებს, არჩევნების შემდეგ კონკურენტები ერთმანეთს ხელს ართმევენ, რომ გაჩენილი აგრესია ჩაქრეს.

„კონკურენტები ერთმანეთს ხელს ართმევენ არჩევნების შემდეგ სწორედ იმიტომ, რომ ამოტივტივებული აგრესიულობა ჩაქრეს და ქვეყანამ გააგრძელოს ნორმალური არსებობა. არც დემოკრატიაში, არც კაცობაში, არც ზრდილობაში ჯდება. ეტყობა, მართლა ვერ არის კაცი კარგად“, – განაცხადა საყვარელიძემ.