„რაკუვის“ სპორტული დირექტორი - გვილიას გადაბირებაზე მაისიდან ვმუშაობდით #1TVSPORT
„რაკუვის“ სპორტული დირექტორი - გვილიას გადაბირებაზე მაისიდან ვმუშაობდით #1TVSPORT

ვალერიან გვილია პოლონეთის ვიცე-ჩემპიონ ჩენსტოხოვასრაკუვში“ გადავიდა – საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა სატრანსფერო „ფანჯრის“ დახურვამდე ერთი დღით ადრე ერთწლიანი კონტრაქტი გახანგრძლივების პერსპექტივით გააფორმა.

„ეს იყო ძალიან რთული ოპერაცია. ჩვენ გვილიას მაისიდან ველაპარაკებით და გვიხარია, რომ შემოგვიერთდა. ის რვა ნომრის პოზიციის მოთამაშეა, რომელსაც აქვს სრულიად განსხვავებული მახასიათებლები, ვიდრე ჩვენს გუნდში მსგავსი ამპლუის სხვა მოთამაშეებს, რაც სამომავლოდ მოქმედების მეტ საშუალებას და ვარიანტებს მოგვცემს“, – განაცხადა „რაკუვის“ სპორტულმა დირექტორმა პაველ ტომჩიკმა.

კომენტარი ვალერიან გვილიამაც გააკეთა:

„მე აქ ვარ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ყველაფერს გავაკეთებ, რომ კლუბს, შეძლებისდაგვარად, მეტი წარმატება მოვუტანო“.

ჩენსტოხოვასრაკუვის“ 27 წლის ახალწვეულმა კარიერა „ზაპოროჟიეს“ ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო და მთავარ გუნდში მოხვდა. მერე იყო ბელორუსული „მინსკი“ და ბორისოვოს „ბატე“, საიდანაც შვეიცარიულ „ლუცერნში“ გადავიდა.

რაკუვიგვილიას მესამე პოლონური კლუბია – ჯერ ზაბჟესგურნიკში“ თამაშობდა, მერე ორი სეზონი ვარშავის „ლეგიაში“ გაატარა, რომელიც ზაფხულში ფინანსურ საკითხებზე შეუთანხმებლობის გამო დატოვა.