გვილია „რაკუვის“ მოთამაშეა - სამთვიანი უგუნდობა დასრულდა #1TVSPORT
გვილია „რაკუვის“ მოთამაშეა - სამთვიანი უგუნდობა დასრულდა #1TVSPORT

ვალერიან გვილია ჩენსტოხოვასრაკუვში“ გადავიდა – საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა პოლონეთის ვიცე-ჩემპიონთან კონტრაქტი სატრანსფერო „ფანჯრის“ დახურვამდე ერთი დღით ადრე გააფორმა.

„ვაკო გვილია „რაკუვს“ შეუერთდა. 27 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ხელი მოაწერა ორწლიან კონტრაქტს, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.

ჩენსტოხოვასრაკუვი“ ის გუნდია, რომელმაც კონფერენს ლიგიდან ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის „რუბინი“ გამოგდო, ხოლო პლეიოფში გიორგი ჩაკვეტაძის „გენტთან“ დამარცხდა და ჯგუფში მოხვედრა ვერ მოახერხა.

გვილია პოლონეთში მესამე კლუბის ფორმას მოიგებს. „ლუცერნის“ შემდეგ ის ჯერ ზაბჟესგურნიკის“ მაისურით გამოდიოდა, მერე ვარშავის „ლეგიაში“ გადავიდა, რომელსაც ფინანსურ საკითხებზე ვერ შეუთანხმდა და ზაფხულში დატოვა.