რაიან გარსია შონ ო'მალის ММА-ის წესებით ბრძოლას სთავაზობს #1TVSPORT
ცნობილმა ამერიკელმა მოკრივემ, რაიან გარსიამ UFC-ის ჩემპიონთან, შონ ო’მალისთან ММА-ის წესებით ბრძოლის სურვილი გამოთქვა.
„გარანტიას გაძლევთ, რომ მას შერეული ორთაბრძოლების წესებითაც დავამარცხებ. ცხადია, რომ კრივში დავანოკაუტებ, მაგრამ ეს ოქტაგონზეც შემიძლია. ММА-ში ხშირად ვვარჯიშობ. ჩემი მწვრთნელები ნეიტ დიაზი და ალექს პერერირა არიან. მე შონ ო’მალის განადგურება შემიძლია“, – მიაჩნია რაიან გარსიას.
რაიან გარსიას 24 ბრძოლა აქვს ჩატარებული და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. შონ ო’მალი კი UFC-ის მოქმედი ჩემპიონია და მერაბ დვალიშვილის წონით კატეგორიაში (სუპერმსუბუქი) ასპარეზობს.