რაჰიმ სტერლინგი, შეიძლება, „იუვენტუსის“ ფეხბურთელი გახდეს #1TVSPORT
„ჩელსის“ გარემარბმა, რაჰიმ სტერლინგმა „იუვენტუსი“ დააინტერესა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ.
წყაროს ცნობით, ტურინელები ცდილობენ, გაარკვიონ, რამდენად შესაძლებელია ამ გარიგების განხორციელება და აინტერესებთ მომავალი ტრანსფერის პირობები.
აღნიშნავენ, რომ სტერლინგმა შეიძლება დატოვოს „ჩელსი“ პედრო ნეტოს ტრანსფერთან დაკავშირებით, რომელიც იმავე პოზიციაზე თამაშობს. ლონდონელები „ვულვერჰემპტონიდან“ გეგმავენ ნეტოს გადაბირებას.
გასულ სეზონში სტერლინგმა ყველა ტურნირზე 43 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.