„რაღაცნაირი ლიფტი“ რუსთავში [ფოტო]
„რაღაცნაირი ლიფტი“ რუსთავში [ფოტო]

რუსთავში ლიფტებს ახალი დატვირთვა ექნება – დღეს, რუსთავის მერვე მიკრორაონში პროექტ „რაღაცნაირი ლიფტის“ განხორციელება დაიწყო.

ლიფტის კაბინებში საინფორმაციო ბანერები გაიკრა, სადაც 64 სარეკომენდაციო წიგნს, 72 მწერლის, ფილოსოფოსის, მოაზროვნის გამონათქვამს და ასზე მეტი მხატვრის ილუსტრაციას შეხვდებით.

იდეის ავტორის, ამირან ჯანჯღავას განმარტებით, პროექტის მიზანი ლიფტის განათლების ალტერნატიული წყაროდ გამოყენებაა, სადაც ადამიანები სასარგებლო ინფორმაციას მიიღებენ.

პროექტი ფონდმა „ორბელიანი“ დააფინანსა.