რაგბიში 20-წლამდელთა ალაფა ესპანეთში გაიმართება
რაგბიში 20-წლამდელთა ალაფა ესპანეთში გაიმართება

რაგბიში 2020 წლის 20-წლამდელთა ალაფის გათამაშებას ესპანეთი უმასპინძლებს. ტურნირის გამარჯვებული ახალგაზრდული ნაკრები 2021 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო თასის საგზურს მოიპოვებს.

2020 წლის ალაფაზე სულ 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, მათგან 6 ნაკრების ვინაობა რეგიონალურ შესარჩევ ტურნირებზე გაირკვევა. ესპანეთის ნაკრები მასპინძლის სტატუსით იასპარეზებს.

ელიტაში დაბრუნებას შოტლანდიის ახალგაზრდული ნაკრები შეეცდება, რომელიც 2019 წლის 20-წლამდელთა მსოფლიოს თასზე ბოლო, მე-12 ადგილზე გავიდა.

2019 წლის U20-ის გამარჯვებული იაპონიის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში პორტუგალიას 35:34 სძლია და 2020 წლის ივნისში რაგბის 20 წლამდელთა მსოფლიოს თასზე ითამაშებს.