რაგბის მსოფლიო თასზე მეოთხედფინალები იწყება | იაპონია 2019
რაგბის მსოფლიო თასზე მეოთხედფინალები იწყება | იაპონია 2019

დღეს, 19 ოქტომბერს, იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე მეოთხედფინალური შეხვედრები იწყება. 11:15 საათზე მოედანზე ინგლისისა და ავსტრალიის ნაკრებები გავლენ, ხოლო 14:15 საათზე ერთმანეთს ახალი ზელანდია და ირლანდია შეერკინებიან.

ავსტრალიამ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და უელსს სამი ქულით ჩამორჩა, ინგლისის ნაკრებმა კი თავის ჯგუფში ყველას აჯობა, თუმცა მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა, რისი მიზეზიც ძლიერი ტაიფუნის გამო საფრანგეთის წინააღმდეგ გასამართი მატჩის გაუქმება გახდა. შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ ინგლისის ნაკრების რეალური ძალა ამ ტურნირზე ჯერ არ გამოჩენილა, ამ წყვილშიგამარჯვებულის გამოცნობა საკმაოდ რთულია.

მეორე მეოთხედფინალში ახალი ზელანდია ირლანდიას ხვდება და აქ პროგნოზის გაკეთება შედარებით ადგვილია. ირლანდიელებმა ჯგუფურ ეტაპზე შოტლანდია, რუსეთი და სამოა დაამარცხეს, თუმცა იაპონიასთან წააგეს და მეორე ადგილი დაიკავეს, ახალზელანდიელებმა კი თავიანთ ჯგუფში ყველა მატჩი მოიგეს და პირველ ადგილზე დამაჯერებლად გავიდნენ.

ორივე მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.