რაგბის მსოფლიო თასზე 19 ოქტომბერს მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართება | იაპონია 2019
რაგბის მსოფლიო თასზე 19 ოქტომბერს მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართება | იაპონია 2019

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე 19 ოქტომბერს ორი მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართება.

თბილისის დროით 11:05 საათზე ერთმანეთს ინგლისისა და ავსტრალიის ნაკრებები შეერკინებიან.

მეორე თამაში თბილისის დროით  14:05 საათზე დაიწყება, სადაც ირლანდიას რაგბის სამყაროში ყველაზე მრისხანე მეტოქესთან, ახალ ზელანდიასთან მოუწევს ნახევარფინალის საგზურისთვის ბრძოლა.

20 ოქტომებრს კი ერთმანეთს უელსი – საფრანგეთი და იაპონია – სამხრეთ აფრიკა დაუპირისპირდებიან.

ოთხივე მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.