რაგბის მსოფლიო თასი | პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თანამდებობა დატოვა #1TVSPORT
რაგბის მსოფლიო თასის ბოლო ტურში პორტუგალიის ნაკრებმა ფიჯი 24:23 დაამარცხა და ისტორიული გამარჯვება მოიპვა, რომლის შემდეგაც ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, პატრის ლაჟისკემ თანამდეობდა დატოვა. 61 წლის ფრანგმა სპეციალისტმა გადწყვეტილების მიზეზად ოჯახთან უფრო მეტი დროის გატარების სურვილი დაასახელა.
„გადაწყვეტილება საბოლოოა, ამის შესახებ პორტუგალიის რაგბის კავშირის ხელმძღვანელობაც საქმის კურსშია. მათგან იყო შეთავაზება, რომ მუშაობა გამეგრძელებინა, მაგრამ უარი განვაცხადე. ოჯახის წევრებთან უფრო მეტი დროის გატარება მსურს. მსოფლიო თასის დაწყებამდე მათ დავპირდი, რომ ტურნირის დასრულების შემდეგ სამუშაოს დავტოვებდი“, – განაცხადა ლაჟისკემ.
ფრანგმა სპეციალისტმა პორტუგალიის ნაკრები 2019 წელს ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით პორტუგალიის ნაკრებმა მსოფლიო თასზე ისტორიაში პირველი შეხვედრა მოიგო. ამას გარდა ფრედ ითამაშა საქართველოს ნაკრებთან და ტურნირი ექვსი ქულით, ჯგუფში მეოთხე ადგილზე დაასრულა.
Portugal conseguiu um feito histórico ao vencer pela primeira vez um jogo de um Campeonato do Mundo de râguebi. Na hora da despedida, Patrice Lagisquet, que já anunciou a saída, soltou as emoções.
«Tenho tanta sorte de terminar com uma vitória, é um grande momento». pic.twitter.com/2a2jQ7GfTY
— A BOLA (@abolapt) October 9, 2023