რაგბის მსოფლიო თასი | არგენტინის ნაკრებმა სამოა დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

რაგბის მსოფლიო თასზე მეორე ტურის შეხვედრა ჩაატარა არგენტინის ნაკრებმა, რომელიც სამოას დაუპირისპირდა და 19:10 დაამარცხა.

პირველ ტაიმში არგენტინელების ერთ გარდასახულ ლელოსა  და სამ ჯარიმას სამოელებმა ერთი ზუსტი ჯარიმით უპასუხეს და ტაიმი არგენტინამ 13:3 მოიგო.

მატჩის მიწურულს სამოელებმა ლელო დადეს და ანგარიშში სხვაობა შეამცირეს, მაგრამ თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს და საბოლოოდ არგენტინამ მიმდინარე მსოფლიო თასზე პირველი შეხვედრა მოიგო – 19:10.

23 სექტემბერს მსოფლიო თასზე სამი მატჩია. სათამაშო დღეს საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების დაპირისპირება გახსნის (16:00), 19:45 საათზე ინგლისი ჩილეს შეხვდება, ხოლო დღის ცენტრალური მატჩი 23:00 საათზე გაიმართება – სამხრეთ აფრიკა ირლანდიას შეერკინება.

სამივე შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი და საქართველოს რადიო (102.3) შემოგთავაზებთ.


არგენტინა – სამოა 19:10


ლელო: ბოფელი – მალოლო.

გარდასახვა: ბოფელი – ლეუილა.

ჯარიმა: ბოფელი (3), სანჩესი – ლეალიფანო.