რაგბის მსოფლიო ლიგაზე 12 გუნდი ითამაშებს
რაგბის მსოფლიო ლიგაზე 12 გუნდი ითამაშებს

მსოფლიო რაგბი დიდი ცვლილებების მოლოდინშია. 2022 წლიდან ახალი ტურნირი მსოფლიო ლიგის გათამაშება იგეგმება. ტურნირის ჩატარების შესახებ მსოფლიო რაგბის მაღალჩინოსნებმა რამდენიმე თვის წინ დააანონსეს. ამჯერად კი საერთაშორისო რაგბის ფედერაციის მესვეურები ტურნირის ყველა დეტალზე მუშაობას ოფიციალურად იწყებენ. როგორც ირკვევა, რაგბის მსოფლიო ლიგაში მონაწილეობას 12 გუნდი მიიღებს, რომელთა შორის იქნებიან „ექვსი ერის“ ნაკრებები, „ზე რაგბიში“ მონაწილე ოთხი ნაკრები, ასევე ამერიკა და იაპონია.

ჯერჯერობით არ იგეგმება ტურნირის ფორმატის ცვლილება და მასში მეორე რანგის სარაგბო ქვეყნების მონაწილეობა. თუმცა თავდაპირველად როდესაც ტურნირის ჩატარება დაანონსდა „მსოფლიო რაგბის“ ვიცე-პრეზიდენტმა აგუსტინ პიშომ განაცხადა, რომ ტურნირი საპლეიოფო პრინციპით ჩატარდებოდა, იქნებოდა დაწინაურება დაქვეითების სისტემა, რაც ამ ეტაპზე გამოირიცხა.