რაგბის კლუბი "არმია" აქციას აგრძელებს
რაგბის კლუბი "არმია" აქციას აგრძელებს

თავდაცვის სამინისტროსთან საქართველოს ჩემპიონატის დიდი ათის მონაწილე სარაგბო კლუბ „არმიას“ საპროტესტო აქცია გრძელდება. ისინი აპროტესტებენ იმ ფაქტს, რომ 2018 წლის იანვრიდან კლუბს თავდაცვის სამინისტრომ დაფინანსება შეუწყვიტა. 

მორაგბეები და კლუბის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აქცია მიიღებს პერმანენტულ ხასიათს სანამ კონკრეტული შედეგი არ დადგება. აქციას „ა“ და „ბ“ ლიგის გუნდები და რამდენიმე გულშემატკივარი შეუერთდა.

საქართველოს რაგბის კავშირის მიერ გამოყოფილი 400 000 ლარი კლუბმა სეზონის პირველ ნახევარში აითვისა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ მათ გეგმებში ამ ეტაპზე, არ შედის სპორტული კლუბების დაფინანსება.

საქართველოს რაგბის კავშირი პრობლემის მოგვარების სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს.