ამ წუთებში მიმდინარეობს რაგბის კავშირის ყრილობა, სადაც უნდა გაირკვეს ორგანიზაციის პრეზიდენტის ვინაობა.
ცნობილია, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებზე იყო სამი კანდიდატი – გოჩა სვანიძე, ირაკლი აბუსერიძე და ბაჩო ხურციძე.
არსებობდა საშიშროება, რომ ხურციძის მომხრეების არგამოცხადების გამო, ქვორუმი არ შემდგარიყო, რაც არჩევნებს არალეგიტიმურს გახდიდა.
რაგბის კლუბ „ლოკომოტივის“ წარმომადგენლის, ბობა კვინიხაძის თქმით, 43 დელეგატი გამოცხადდა, რაც საკმარისია, რომ ქვორუმი შედგეს და არჩევნები ლეგეტიმური იყოს.