რაგბის კავშირის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გორგასლიძე თანამდებობიდან გადადგა
რაგბის კავშირის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გორგასლიძე თანამდებობიდან გადადგა

14 აგვისტოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გორგასლიძემ დაკავებული თანამდებობა დატოვა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გორგასლიძემ ათი დღის წინ რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტზე გოჩა სვანიძე შეცვალა. მისი მოვალეობა მომავალ არჩევნებამდე (რომელიც წლის ბოლოს გაიმართება) უნდა შეესრულებინა, თუმცა გარკვეულ მიზეზთა გამო, ისიც გადადგა.

ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება რაგბის სამყაროში არსებული კრიზისი დასახელდეს, რომლის გამოც დიდი 10-ის განახლება ვერ მოხერხდა.

თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტო

დატოვე კომენტარი