რაგბის კავშირის არჩევნები – ირაკლი აბუსერიძემ 31 ხმა მიიღო, გოჩა სვანიძემ – 10

15:09, 30.12.2020

თბილისის სარაგბო კლუბ „ლოკომოტივის“ ბაზაზე დასრულდა რაგბის კავშირის არჩევნები. ქვორუმი შედგა, გამოცხადდა 43 დელეგატი.

ირაკლი აბუსერიძემ 31 ხმა მიიღო, ხოლო გოჩა სვანიძემ – 10. ორმა დელეგატმა თავი შეიკავა.

ასე და ამგვარად, რაგბის კავშირის პრეზიდენტად სარაგბო სამყარომ საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე ირაკლი აბუსერიძე აირჩია.

მსგავსი