რაგბის კავშირის ახლადარჩეულ პრეზიდენტს საჯარო რეესტრში რეგისტრაცია შეუჩერეს (ვიდეო)

რაგბის კავშირის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ირაკლი აბუსერიძეს საჯარო რეესტრში რეგისტრაცია შეუჩერეს და არჩევნების ჩატარება, შესაძლოა, ხელახლა გახდეს საჭირო.

აბუსერიძე ერთი კვირის წინ 30 დეკემბერს იქნა არჩეული, მაგრამ პროცესს არალეგიტიმურად თვლიდა პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიტატი ბაჩო ხურციძე, რომელმაც საჯარო რეესტრს მიმართა რათა არჩევნები არ დაკანონებულიყო.

აბუსერიძის მიერ წარდგენილი საბუთები არ აკმაყოფილებდა რეგისტრაციის პირობებს, მაგრამ ჯერჯერობით გაურკვეველია კონკრეტულად რა დოკუმენტაციაზე საუბარი. საკითხში გასარკვევად საქართველოს პირველი არხი ირაკლი აბუსერიძეს დაუკავშირდა.

„საჭირო რეესტრში საჭირო ოქმი წარდგენილი გვაქვს. ის, ვისგანაც ეს წამოვიდა არის ქართული რაგბის მტერი, რომელსაც პირადი ინტერესი ამოძრავებს და არა ქართული რაგბის კეთილდღეობა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პროცესები არ შეჩერდეს და ქართულმა რაგბმა განაგრძოს განვითარება“, – განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.

დატოვე კომენტარი