რაგბის ფესტივალს თელავმა უმასპინძლა - ჩემპიონობა „არმიამ“ მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT
ევროპის სპორტის კვირეულს ამჯერად კახეთმა უმასპინძლა – თელავის სარაგბო ბაზაზე „თაგ რაგბის“ ფესტივალი გაიმართა. მასში საქართველოს 7-ქალა ნაკრებმა, თელავის, თბილისისა და ქუთაისის გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.
ტურნირი თბილისის „არმიამ“ მოიგო, რომელმაც ფინალში 7-ქალა ნაკრებს სძლია. საუკეთესო მოთამაშეებად მანონი საღარაძე და ლუკა კეშელავა დასახელდნენ, ხოლო ყველაზე აზარტული მოთამაშის სტატუსი მარიამ მახათაძემ მოიპოვა.
რაგბის ფესტივალი საქართველოს სპორტის მენეჯმენტის ასოციაციისა და რაგბის ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიების მხარდამჭერი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო იყო.