რაგბის 17 კლუბი განცხადებას ავრცელებს – ჩვენი სახელით გაკეთდა რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატების მხარდამჭერი და საწინააღმდეგო განცხადებები

16:58, 30.09.2020

საქართველოში რაგბის 17-მა კლუბმა განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ჩვენ საქართველოს რაგბის კლუბები გავერთიანდით კონკრეტული მიზნის გარშემო, რომ გამოვსულიყავით ბოლო პერიოდში ქართულ რაგბში არსებული კრიზისული მდგომარეობიდან, რასაც თავი წარმატებით გავართვით და რისთვისაც გვინდა მადლობა გადავუხადოთ ამ პროცესში ჩართულ ყველა მონაწილეს. თუმცა, საინიციატივო ჯგუფის ზოგიერთი წევრის მიერ, ჩვენი სახელით გაკეთდა რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატების მიმართ მხარდამჭერი და საწინააღმდეგო განცახადებები.

გვინდა განვაცხადოთ, რომ კლუბების საინიციატივო ჯგუფის საქმე არ არის, ასეთი განცხადებების კეთება, ამისთვის არის რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც ყველა თავის პოზიციას დააფიქსირებს. მანამდე კი ვაკეთოთ ჩვენი საქმე!“.

მსგავსი