რაგბი | ზედიზედ მეორედ – სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო თასის გამარჯვებულია #1TVSPORT
მსოფლიო თასის გათამაშება 20-წლამდე მორაგბეთა შორის თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სამხრეთ აფრიკისა და საფრანგეთის ნაკრებების ფინალური მატჩით დასრულდა, რომელიც მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა, სამხრეთ აფრიკამ 16:5 მოიგო და ზედიზედ მეორე გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.
პირველი ტაიმი სამხრეთაფრიკელებმა ორი ზუსტად შესრულებული საჯარიმო დარტყმით მოგეს – 6:0.
მეორე ტაიმის დასაწყისში საფრანგეთის ნაკრებმა ლელოს დადება მოახერხა, მაგრამ ვერ გარდასახა და სხვაობა მინიმუმადე შეამცირა – 6:5.
მატჩის ბოლო 15 წუთი უკეთ სამხრეთაფრიკელებმა ჩაატარეს, მეტოქეს ერთი გარდასახული ლელო დაუდეს, ერთი ჯარიმაც გაუტანეს და მსოფლიო თასის გამარჯვებულები ისტორიაში მესამედ გახდნენ.
მსოფლიო თასზე ადგილები ასე განაწილდა:
1. სამხრეთ აფრიკა
2. საფრანგეთი
3. ახალი ზელანდია
4. ინგლისი
5. შოტლანდია
6. უელსი
7. ავსტრალია
8. არგენტინა
9. ირლანდია
10. იტალია
11. ფიჯი
12. საქართველო
13. იაპონია
14. ესპანეთი
15. აშშ
16. ურუგვაი