რაგბი | ზედიზედ მეექვსე ტიტულისთვის - ესპანეთთან ფინალისთვის 18-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
რაგბი | ზედიზედ მეექვსე ტიტულისთვის - ესპანეთთან ფინალისთვის 18-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება და ზედიზედ მეექვსედ შეეცდება ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას.

თამაში ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, „მარკეტა სთედიუმზე“ 23 ნოემბერს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

2019 წელს საქართველო ესპანეთს ფინალში ერთხელ უკვე ეთამაშა და 20:10 დაამარცხა. 2018 წელს ქართველმა მორაგბეებმა ფინალში საფრანგეთი დაამარცხეს, ბოლო სამი ფინალი კი პორტუგალიას მოუგეს.

წლევანდელ ჩემპიონატში ზურაბ ამონაშვილის შეგირდებმა მეოთხედფინალში გერმანიას – 67:0, ხოლო ნახევარფინალში ნიდერლანდებს 36:5 სძლიეს.

ესპანეთთან მატჩისთვის სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც ნიდერლანდებთან გამარჯვების შემდეგ მხოლო ერთი ცვლილებაა – მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე ამჯერად თამაშს არჩილ ნოზაძე დაიწყებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ესპანეთთან:

ხაზი: 15. ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), 14. საბა შარვაშიძე (აია), 13. დათა ახვლედიანი (ლელო), 12. დავით ბარბაქაძე (არმია), 11. ლეონიდე სალდაძე (ლოკომოტივი), 10. გიგი სირბილაძე (ლელო), 9. თემურ ძოძუაშვილი (აია);

შერკინება: 1. დაჩი ჭელიძე (ლელო), 2. ანრი შველიძე (ბრივი, საფრანგეთი), 3. არჩილ ნოზაძე (აჟენი, საფრანგეთი), 4. დავით ბარამია (ტულონი, საფრანგეთი, კაპ.), 5. გიორგი მეფარიშვილი (აია), 6. ლუკა ნარსია (აია), 7. ლუკა საღინაძე (ლიონი, საფრანგეთი), 8. მიხეილ შიოშვილი (ტულონი, საფრანგეთი);

მარქაფა: 16. დავით არჩვაძე (ლელო), 17. საბა კილაძე (ხვამლი), 18. ნიკოლოზ კორახაშვილი (ლელო), 19. ნიკოლოზ ჩხორთოლია (კლერმონი, საფრანგეთი), 20. გიორგი არძენაძე (ბათუმი); 21. გოგა უშვერიძე (აია), 22. ამირან ბიწკინაშვილი (ლელო), 23. დემეტრე დევდარიანი (სენტ მერის კოლეჯი, ინგლისი); 24. გიორგი ზაზაძე (ხარები), 25. ავთანდილ ზვიადაძე (აია), 26. ივა კვირიაშვილი (ლელო).

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი