რაგბი | ზედიზედ მეათე ფინალი ევროპის ჩემპიონატზე - საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
22 ნოემბერს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, „მარკეტა სთედიუმზე“ 18-წლამდე მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი გაიმართება – საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება.
უმცროსი „ბორჯღალოსნებისთვის“ ევროპის ჩემპიონატზე ეს ფინალი ზედიზედ მეათე იქნება და ისინი მეშვიდედ შეეცდებიან ტიტულის მოპოვებას.
საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების შეხვედრა თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.
მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრებმა პოლონეთი – 64:7, ხოლო ნახევარფინალში ჩეხეთი 26:7 დაამარცხა, ხოლო ესპანეთის ნაკრებმა ორივე მატჩი „მშრალი“ ანგარიშით მოიგო – ბელგიას 64:0, ნიდერლანდებს კი 52:0 სძლია.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ზურაბ ამონაშვილმა ფინალური მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობა დაასახელა.
დებულების თანახმად, გუნდებს განაცხადში ჩემპიონატზე მყოფი 26-ვე მოთამაშის შეყვანა შეუძლიათ და ყველა მათგანს ექნება ფინალში თამაშის შანსი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა შარშან ჩატარებული ევროპის ჩემპიონატის ფინალშიც ესპანეთი დაამარცხა – 32:11.
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა:
ხაზი: 15. ლუკა ჭაკუა („ლელო“), 14. დავით არობელიძე („არმია“),13. დათა ახვლედიანი („ლელო“), 12. გიორგი კეკელია („ლოკომოტივი“),11. ლუკა ტაბატაძე („არმია“), 10. ლევან ბუცხრიკიძე („ლელო“), 9. გოგა უშვერიძე („აია“);
შერკინება: 1. საბა მშვილდაძე („აია“), 2. ლუკა წიკლაური („ხვამლი“), 3. გიორგი ბერძენიშვილი („ტულონი“, საფრანგეთი), 4. ანდრია ბილანიშვილი („ლელო“), 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია („მონპელიე“, საფრანგეთი, კაპ.), 6. გიორგი ზაზაძე („ხარები“), 7. გიორგი არძენაძე („ფოთი“), 8. მათე ბერუაშვილი („ლოკომოტივი“).
სათადარიგოები: 16. გოჩა ფიცხელაური („ყაზბეგი“), 17. ლუკა ბარბაქაძე („ხვამლი“), 18. იაგო ღუდუშაური („ლოკომოტივი“), 19. გიორგი ქევანიშვილი („აია“), 20. საბა გიორგიძე („ლელო“); 21. ალექსანდრე გაგუა („ხვამლი“), 22. გიორგი გაბუნია („ლელო“), 23. გიორგი მუშკუდიანი („აია“), 24. ავთანდილ ზვიადაძე („აია“), 25. მათე მახარაძე („ბათუმი“), 26.ლუკა შულაია („ლელო“).
ფინალური მატჩისთვის შემადგენლობა ესპანეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმაც დაასახელა:
ხაზი: 15. ტელმო ფიშერ-ობიეტა, 14. ლუკას ხილ გომესი, 13. ორიოლ მარსინიაკ გარსია, 12. გუზმან ვინიესა გარსია, 11. იგნასიო მორენო გუზმანი, 10. ალფონსო ტეხერინა, 9. ბერნატ ფერნანდეს სიერა.
შერკინება: 1. იგანისიო ნავარეტე გონსალესი, 2. გერიკაბიეტა როდრიგესი, 3. ლუკას მარტინი, 4. მარკეს ოდრიოზოლა, 5. უნაქს კარბალო ფერნანდესი, 6. მიგელ ნარვარტე იბანიესი, 7. ნიკოლას ბორელი, 8. უნაქს სალვადორ ასამა.
სათადარიგოები: 16. მარტი ომარ სანპიეტრო, 17. ფედერიკო მორენო, 18. სოლომონ იბეობა, 19. მარკ ალვარესი, 20. პაი ფერნანდესი, 21. ალვარო საინსი, 22. დიეგო მორეირა ვალდერეი, 23. მარტინ ტოკა ალტესი, 24. გორკა ზაბალეტა, 25. მარკოს ლოპეს როდრიგეს დე კესადა, 26. ალვარო რუედა გარსია.
მთავარი მწვრთნელი: ხავიერ გარიდო