რაგბი | ზაფხულში ტესტმატჩებში საქართველოს ნაკრების ერთი მეტოქე ცნობილია #1TVSPORT

22:03, 13.01.2024

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ზაფხულში ტესტმატჩებს გამართავს – „ბორჯღალოსნების“ ერთი მეტოქე უკვე ცნობილია, ოფიციალურად დადასტურდა, რომ ქართველი მორაგბეები იაპონიის ნაკრებს შეხვდებიან.

მატჩი 13 ივლისს, სენდაიში გაიმართება.

ზაფხულის ტესტების სხვა მეტოქეების ვინაობა და თამაშების გამართვის თარიღები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მსგავსი