რაგბი | ვიტო კოლელიშვილი – გუნდს უფრო მეტი პოტენციალი აქვს, ვიდრე უელსთან ვაჩვენეთ #1TVSPORT

14:29, 01.07.2026

„შევარდენის“ სტადიონზე საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრების კაპიტნის ვარჯიში გაიმართა. მსოფლიო თასის პირველ ტურში უელსთან დრამატულ შეხვედრაში მარცხის შემდეგ ახალგაზრდა „ბორჯღალოსნები“ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდებიან.

ტურნირს, 27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით, თბილისი და ქუთაისი მასპინძლობენ. საქართველო–სამხრეთ აფრიკის მატჩი 2 ივლისს „ავჭალის“ სტადიონზე გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს 20:30 საათიდან „პირველი არხი სპორტი“ შემოგთავაზებთ.

„უელსთან წავაგეთ. გვინდოდა, ისტორია დაგვეწერა, მაგრამ… ამის შესანიშნავი შანსი სამხრეთ აფრიკასთან იქნება. მთავარია, რამდენად მზად ვიქნებით, რომ ყველაზე ძლიერ მეტოქეს ჩვენი თამაში ვანახოთ. დარწმუნებული ვარ, რომ გუნდს უფრო მეტი პოტენციალი აქვს, ვიდრე უელსთან ვაჩვენეთ“, – ამბობს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვიტო კოლელიშვილი.

მსგავსი