რაგბი | ვანო კარკაძის ლელო ჩელენჯ თასის გათამაშებაში [ვიდეო] #1TVSPORT

რაგბის ჩელენჯ თასის გათამაშების მეორე ტურში ქართველი ლეგიონერებიდან თავი ვანო კარკაძემ გამოჩინა.

„მონპელიემ“ საკუთარ მოედანზე უელსის „ოსპრეისს“ უმასპინძლა და 38:5 მოუგო. კარკაძე თამაშში 45-ე წუთიდან ჩაერთო, 13 წუთში კი ლელო დადო და ფრანგული კლუბი 24:5 დააწინაურა.

ორი ტურის შემდეგ „მონპელიეს“ 10 ქულა აქვს და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია.