რაგბი | ვანო კარკაძის დუბლი, პეტრიაშვილისა და ზაზაძის მორიგი ლელოები საფრანგეთის ჩემპიონატში #1TVSPORT
რაგბი | ვანო კარკაძის დუბლი, პეტრიაშვილისა და ზაზაძის მორიგი ლელოები საფრანგეთის ჩემპიონატში #1TVSPORT

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონში რეგულარული სეზონის ბოლოსწინა ტურის მატჩები გაიმართა.

ქართველმა მორაგბეებმა გამოიჩინეს თავი „ნევერისა“ და „ოიონას“ მატჩში, რომელიც „იოინამ“ სტუმრად 47:26 მოიგო.

„ნევერის“ შემადგენლობაში ლუკა პეტრიაშვილმა და რატი ზაზაძემ მორიგი ლელოები მიითვალეს. პეტრიაშვილმა ბოლო ხუთ თამაშში ხუთი ლელო (სულ მიმდინარე სეზონში ათი) დადო, ზაზაძემ კი ზედიზედ მესამე მატჩში შეძლო მეტოქის დალელოვება.

სტუმართა შემადგენლობაში დუბლი შეასრულა ვანო კარკაძემ, რომელსაც მიმდინარე სეზონში შვიდი ლელო დაუგროვდა.

„ორიაკმა“ საკუთარ მოედანზე დაძაბულ ბრძოლაში 36:38 წააგო „გრენობლთან“. მასპინძელებს თედო აბჟანდაძემ 11 ქულა შესძინა – საქართველოს ნაკრების მგეზავის ანგარიშზე 4 გარდასახვა და ერთი ჯარიმაა.