რაგბი | ვანო კარკაძე კარიერას „ოიონაში“ გააგრძელებს #1TVSPORT
რაგბი | ვანო კარკაძე კარიერას „ოიონაში“ გააგრძელებს #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრი ვანო კარკაძე ახალი სეზონიდან კარიერას საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონის (PRO D2) კლუბ „ოიონაში“ გააგრძელებს – ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია ფრანგული გამოცემა „ეკიპი“ ავრცელებს.

24 წლის კარკაძეს ამჟამნდელ კლუბ „მონპელიესთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება, რის შემდეგაც „ოიონას“ შეუერთდება და მათთან სამწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში „ოიონა“ 50 ქულით მერვე ადგილს იკავებს.

ქართველი შერკინების კვაჭი „მონპელიეში“ 2023 წლიდან თამაშობს – მან მიმდინარე სეზონში 7 მატჩში ჩაატარა და ერთი ლელო მიითვალა.

ცოტა ხნის წინ კარკაძემ საქართველოს ნაკრებთან ერთად რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგო – ესპანეთთან ფინალურ შეხვედრაში (46:28) მან სამი ლელო დადო და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.