ქართველმა მორაგბემ, ვანო კარკაძემ „ბრივიდან“ წასვლა გადაწყვიტა და კარიერას „მონპელიეში“ განაგრძობს – ამის შესახებ ინფორმაციას „ბრივის“ ოფიციალური გვერდი აქვეყნებს.
„მომავალი სეზონიდან ვანო კარკაძე „ბრივში“ აღარ თამაშებს. ქართველი მორაგბე უახლოეს დღეებში „მონპელიეს“ შეუერთდება“, – წერია კლუბის განცხადებაში.
ვანო კარკაძემ „ბრივში“ 2019 წლიდან 37 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში კარკაძეს შვიდი თამაში აქვს ჩატარებული.