რაგბი | უორენ გეთლენდმა „ბორჯღალოსნების“ მწვრთნელად შესაძლო დანიშვნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო #1TVSPORT
უელსის მორაგბეთა ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, უორენ გეთლენდმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში შესაძლო დანიშვნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო – მწვრთნელის კომენტარს გამოცემა Walesonline-ი ავრცელებს.
„როდესაც რომელიმე ნაკრებში მწვრთნელის პოსტი ვაკანტური ხდება, შესაძლო კანდიდატებს შორის ჩემს სახელსაც ახსენებენ და ვიღებ შეტყობინებებს, მილოცავენ ახალ თანამდებობაზე დანიშვნას, მაგრამ უნდა განვაცხადო, რომ მე საქართველოს ნაკრების მთვარი მწვრთნელი არ ვარ.
თუმცა მომვალში მსოფლიო თასის მონაწილე რომელიმე ნაკრების გაწვრთნა შეიძლება საინტერესო იყოს. არც რომელიმე კლუბში მუშაობას გამოვრიცხავ. ძალიან მომეწონა „ქონაჰის“, „ვოსპის“ „ვაიკატოსა“ და „ჩიფსში“ მუშაობა, იქ გატარებული დრო სასიამოვნოდ მახსენდება. კლუბის მართვა სრულიად განსხვავებული გამოწვევაა“, – განაცხადა გეთლენდმა.
საქართველოს ნაკრებისა და „შავი ლომის“ მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა თანამდებობა ცოტა ხნის წინ დატოვა. „ბორჯღალოსნების“ მწვრთნელობის კანდიდატებად გეთლენდის გარდა, ფრანგები – პიერ-ანრი ბრონკანი და ფრანკ აზემა სახელდებიან.