რაგბი | უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ შოტლანდია დაამარცხეს და მსოფლიო თასზე გამოსვლა მეცხრე ადგილზე დაასრულეს #1TVSPORT
რაგბი | უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ შოტლანდია დაამარცხეს და მსოფლიო თასზე გამოსვლა მეცხრე ადგილზე დაასრულეს #1TVSPORT

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა შოტლანდიის ნაკრები 22:7 დაამარცხა და ტურნირი მეცხრე ადგილზე დაასრულა.


საქართველო – შოტლანდია 22:7


საქართველო (22)

ლელო: ხელაძე, შიოშვილი (2), ღურწკაია

გარდასახვა: ბოლქვაძე

შოტლანდია (7)

ლელო: ლოგანი, პატერსონი

გარდასახვა: ურვინი

უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ თამაში თავიდანვე აქტიურად დაიწყეს და პირველივე ტაიმში მოიპოვეს უპირატესობა – ქართველმა მორაგბეებმა სამი ლელო დადეს (მხოლოდ ერთი გარდასახეს) და 17:0 დაწინაურდნენ. შოტლანდიელებმა მხოლოდ ტაიმის ბოლოს მოახერხეს ერთი ლელოს გაქვითვა – 17:7 ასეთი იყო პირველი ტაიმის ანგრიში.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა მიხეილ შიოშვილმა, რომელმაც ამ მატჩში ორი ლელო მიითვალა, ტურნირზე კი 7 ლელო დადო და ამ მაჩვენებლით ის მსოფლიო თასის საუკეთესო მელელოვე გახდა.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი ლელო დადო, შეხვედრა 22:7 მოიგო და მსოფლიო თასზე გამოსვლა მეცხრე ადგილზე დაასრულა.

მომავალ წელს 20-წლამდელთა მსოფლიო თასს საქართველო უმასპინძლებს, მატჩები თბილისსა და ქუთაისში გაიმართება, ტურნირი კი 16-გუნდიანი იქნება.