რაგბი | უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ საერთაშორისო სერიის მეორე მატჩი გამართეს #1TVSPORT

15:27, 11.08.2026

სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე საერთაშორისო სერიის ფრაგლებში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა მეორე მატჩი მასპინძლეთა A ნაკრებთან გამართა და 0:20 დამარცხდა.

არაერთგზის მცდელობისა და შანსის მიუხედავად, უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ ამ მატჩში ქულის მოპოვება ვერ მოახერხეს და „მშრალი“ ანგარიშით დამარცხდნენ.

საერთაშორისო სერიის  მესამე მატჩს საქართველოს ნაკრები 15 აგვისტოს ირლანდიის ნაკრებთან გამართავს – შეხვედრა 15:30 საათზე დაიწყება.

მსგავსი